14 მაისის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოწინააღმდეგის 25 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. საჰაერო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინის ავიაციამ გასული დღის განმავლობაში 30-ზე მეტი გაფრენა განახორციელა და მტერზე 20-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელა.
14 მაისისთვის არსებული ინფორმაციით, უკრაინის მოსაზღვრე ბრიანსკის ოლქში რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმ 2 მი-8 ტიპის სამხედრო შვეულმფრენი და გამანადგურებელი თვითმფრინავები - სუ-34 და სუ-25 დაკარგა.
რუსული მედიის ცნობით, სავარაუდოდ, ოთხივე საფრენი აპარატის ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ.
რუსი სამხედრო კორესპონდენტები წერენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ავიაჯგუფის წინააღმდეგ, ახალი ალყის ახალი ტაქტიკა გამოიყენეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.