ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ მუშაობს იმისთვის, რომ საქართველო სრულად ინტეგრირდეს ევროატლანტიკური ერების ოჯახში და იყოს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის ნაწილი.
მისივე თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ მმართველობას და ამას აკეთებს ბოლო, 30 წლის განმავლობაში. სახელწმიფო დეპარტამენტში ხაზს უსვამენ, რომ შეერთებულმა შტატებმა 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო საქართველოსთვის დახმარების სახით.
ჩვენი დახმარება მიმართულია ქართველების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ჩვენ ვუსმენთ ქართველ ხალხს, რათა შეგვეძლოს განსაზღვრა, თუ სად მიდის ჩვენი დახმარება. ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან, მაგრამ ასევე ვმუშაობთ ხალხთან, რათა მივაღწიოთ ქვეყნის ყველა კუთხემდე, დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ხალხს მათი ოცნებების რეალიზებაში.
ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან, რადგან ისინი მიისწრაფიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ მთავრობას ამაში“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.