უკრაინის მთავრობასა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს შორის საგრანტო ხელშეკრულების შესაბამისად, დაახლოებით, 40 მილიოონი დოლარი გადაეცემა ეროვნულ ენერგეტიკულ კომპანია „უკრენერგოს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„საერთაშორისო მეგობრები და პარტნიორები მხარს უჭერდნენ „უკრენერგოს“ ზამთრის რთულ პერიოდში, სარაკეტო თავდასხმების შედეგების დაძლევაში, ახლა კი ეხმარებიან რუსების მიერ დაზიანებული ობიექტების სისტემატურ შეკეთებასა და მომავალი გათბობის სეზონისთვის მომზადებაში. იაპონიის მთავრობამ უზრუნველყო დიდი პაკეტი. გრძელვადიანი დახმარება ენერგოსისტემის მხარდასაჭერად“, - წერს კომპანია სოციალურ ქსელში.
კერძოდ, ქვესადგურებისთვის 40 მილიოონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა იქნება შეძენილი და ის „უკრენერგოს“ გადაეცემა.
წინასწარი მონაცემებით, შესყიდვების გეგმის მიხედვით, აღჭურვილობის მიწოდების დაწყება 2023 წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება და 2025 წლამდე გაგრძელდება, რაც დამოკიდებულია აღჭურვილობის წარმოების პირობებზე.