დიდი შვიდეულის ფინანსთა ჯგუფმა უკრაინისთვის დახმარება $44 მილიარდამდე გაზარდა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, 2024 წლის დასაწყისისთვის უკრაინის დახმარება 44 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც საშუალებას აძლევს საერთაშორისო სავალუტო ფონდს, უკრაინას გამოუყოს 15,6 მილიარდი დოლარის მხარდაჭერა ოთხი წლის განმავლობაში.
„ჩვენ მტკიცედ ერთგულნი ვრჩებით, გავაგრძელოთ უკრაინის გადაუდებელი მოკლევადიანი დაფინანსების საჭიროებების დაკმაყოფილება, ისევე, როგორც მისი მეზობელი და სხვა მძიმედ დაზარალებული ქვეყნების მხარდაჭერა. ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, გავზარდეთ ჩვენი ვალდებულება უკრაინის საბიუჯეტო და ეკონომიკური მხარდაჭერისთვის 2023 და 2024 წლების დასაწყისისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, G7 წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ამ ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები ყოველწლიურ სამიტებზე შეხვედრისას აყალიბებენ ერთობლივ პოზიციებს გლობალური პოლიტიკის საკითხებზე. ძირითადი აქცენტი მოიცავს გლობალურ ეკონომიკას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.