უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გერმანიას სამხედრო, ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ასეთი მხარდაჭერა გაგრძელდება ვიდრე ეს კიევს დასჭირდება.
ზელენსკის განცხადებით, მან გერმანელ კოლეგასთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან განიხილა არსებული ვითარება და გერმანიასა და უკრაინას შორის ინტენსიური თანამშრომლობა განიხილა.
„გერმანია გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება”, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.