უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ბრიანსკში 3 რუსული სამხედრო შვეულმფრენი და 2 თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
მისივე თქმით, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა დაკარგეს 5 საფრენი აპარატი, რომელიც 13 მაისს ფრონტის ხაზზე საბრძოლო დავალების შესასრულებლად მიფრინავდა, რა დროსაც რუსეთის თვითმფრინავები და შვეულმფრენები „უსიამოვნებას წააწყდნენ“, - განაცხადა იური იგნატმა.
13 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში, ბრიანსკის ოლქში ორი ვერტმფრენი და ერთი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
რუსეთმა მომხდარში ტრადიციულად უკრაინელი „დივერსანტები" დაადანაშაულა.