უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავა. ამ ინფორმაციას AFP ავრცელებს. ფრანგულმა და უკრაინულ მხარეებს ეს ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებიათ.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ზელენსკი გერმანიაში 14 მაისს პირველად იმყოფებოდა. მან შეხვედრები გამართა გერმანიის კაცლერთან, ოლაფ შოლცთან და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართა. მანამდე კი, ზელენსკი იტალიაში იმყოფებოდა. უფრო ადრე კი, ნიდერლანდებს სტუმრობდა.
„ამჟამად ვმუშაობთ მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის შექმნაზე და ჩემი ვიზიტები ევროპის დედაქალაქებში ნაწილობრივ ამისკენ არის მიმართული. ვფიქრობ, წარმატებას მივაღწევთ“, - განაცხადა ზელენსკიმ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.