უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი საფრანგეთში დაეშვა.
პირველი ვიზიტიდან სამი თვის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში დაბრუნდა.
„პარიზი. ყოველი ვიზიტის დროს იზრდება უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობები. ევროპასთან კავშირი ძლიერდება და რუსეთზე ზეწოლა იზრდება. მე შევხვდები ჩემს მეგობარს ემანუელს. ჩვენ განვიხილავთ ორმხრივ ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვან წერტილებს“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ზელენსკი გერმანიაში 14 მაისს პირველად იმყოფებოდა. მან შეხვედრები გამართა გერმანიის კაცლერთან, ოლაფ შოლცთან და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართა. მანამდე კი, ზელენსკი იტალიაში იმყოფებოდა. უფრო ადრე კი, ნიდერლანდებს სტუმრობდა.
„ამჟამად ვმუშაობთ მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის შექმნაზე და ჩემი ვიზიტები ევროპის დედაქალაქებში ნაწილობრივ ამისკენ არის მიმართული. ვფიქრობ, წარმატებას მივაღწევთ“, - განაცხადა ზელენსკიმ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.