დიდი ბრიტანეთი უკრაინას გადასცემს საჰაერო თავდაცვის სისტემის ასეულობით რაკეტას და უპილოტო საფრენ აპარატებს, რომელთა მოქმედების მანძილი 200 კმ-ზე მეტია. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ლონდონმა ეს გადაწყვეტილება ზელენსკის ვიზიტის ფონზე გამოაცხადა. სუნაკის ოფისმა დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთს ეწვია. უფრო ადრე კი, ზელენსკის Twitter გვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ლიდერი ვიზიტს იწყებდა გაერთიანებულ სამეფოში.