დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა უკრიანის ლიდერი მიიღო.
ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის შემდეგ, ლონდონში ჩავიდა.
„დღეს - ლონდონი. დიდი ბრიტანეთი ლიდერია, როდესაც საქმე ეხება ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას მიწასა და ჰაერში. ეს თანამშრომლობა დღესაც გაგრძელდება. ჩემს მეგობარ რიშის შევხვდები. ჩვენ ჩავატარებთ არსებით მოლაპარაკებებს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში - წერს სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი.