ევროკავშირის პირველ სპეციალურ წარმომადგენლად სპარსეთის ყურის რეგიონში ლუიჯი დი მაიო დაინიშნა. ახალი სპეციალური წარმომადგენლის ამოცანები იქნება ევროკავშირის ძლიერი, ყოვლისმომცველი და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარება რეგიონის ქვეყნებთან.
ლუიჯი დი მაიო მოვალეობის შესრულებას პირველი ივნისიდან შეუდგება, საწყისი მანდატი 21 თვე იქნება.
დი მაიო იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2019 წლიდან 2022 წლამდე იკავებდა.