ჯანმოს ევროპის ოფისმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, მოკოვში სპეციალიზებული ოფისის დახურვა გადაწყვიტა - AFP

მედიის ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისმა, მოსკოვში ჯანმოს სპეციალიზებული ოფისი დახურვა და მისი დანიაში გადატანა გადაწყვიტა. გადაწყვეტილება, რომელიც ორშაბათს გამართულ ვირტუალურ სესიაზე მიიღეს, მოჰყვა წევრების შარშანდელ მოწოდებებს იმის შესახებ, რომ ოფისი დაეხურათ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო.

ჯანმოს ევროპის რეგიონი მოიცავს 53 ქვეყანას, მათ შორის რამდენიმეს ცენტრალურ აზიაში.

AFP წერს, რომ წევრი ქვეყნების უმრავლესობა დათანხმდა გადაწყვეტილებას, რაც გულისხმობს ჯანდაცვის ორგანოს "არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის ოფისის" დახურვას მოსკოვში, რომლის ფუნქციები გადატანილი იქნება დანიის რეგიონალურ ოფისში "არაუგვიანეს" 2024 წლის პირველი იანვრისა.