გამოცემა The New York Times რუსეთის საბაჟოს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სანქციათა მიუხედავად, შარშან რუსეთში შეტანილ იქნა ათობით მილიონი დოლარის ღირებულების, დასავლეთის წარმოების ნაწილები თვითმფრინავებისთვის
მისივე თანახმად, თვითმფრინავების ნაწილები გაეგზავნათ რუსეთის იმ ავიაკომპანიებს, რომლებსაც სანქციები ეხება, მათ შორის „აეროფლოტს", „რასიას", „პაბედას", „ურალს", UTair-ს და S7 Airlines-ს. საბაჟოს მონაცემებზე დაყრდნობით ჟურნალისტები წერენ საავიაციო ნაწილების მიწოდების ხუთ ათასზე მეტ შემთხვევაზე, რომლებიც მოიცავს როგორც ჩვეულებრივ ხრახნებს, ისე კომპანია Honeywell-ის საავიაციო ძრავების ამამუშავებელ მოწყობილობებს.
კერძოდ მიწოდება ხდება ყალბი შუამავალი მყიდველების მეშვეობით - პროდუქციის დიდი ნაწილი იგზავნებოდა ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, თურქეთი, ჩინეთი და მალდივის კუნძულები.
ერთ-ერთი ამგვარი სქემის ორგანიზატორები შესაძლოა, აშშ-ში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები ოლეგ ფაცულია და მისი ბიზნესპარტნიორი ყოფილიყვნენ.
NYT-ის თანახმად, ისინი გასულ კვირაში დააკავეს აშშ-ის საექსპორტო კონტროლის დარღვევისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით.
გამოძიების ინფორმაციით, მათ 2022 წლის მაისში დაიწყეს შემუშავება სქემის, რომლითაც აშშ-ში წარმოებული სათადარიგო ნაწილები საექსპორტო შეზღუდვების გვერდის ავლით უნდა გაგზავნილიყო. სტატიაში ნათქვამია, რომ მიწოდეა ხდება ფლორიდაში, თურქეთსა და რუსეთში დაფუძნებული კომპანიების ქსელის მეშვეობით.