ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ყაზახეთის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მურატ ნურტლეუ ევროკომისარს საშინაო საქმეთა საკითხებში, ილვა იოჰანსონს შეხვდა.
ყაზახეთის საგარეო უწყების ცნობით, მოლაპარაკების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ ოფიციალური კონსულტაციების დაწყებაზე ყაზახეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ.
იოჰანსონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია ყაზახეთთან ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებით და მოწოდებულია, გააფართოოს კონტაქტები მოქალაქეებს შორის. კომისრის თქმით, ყაზახეთსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განზომილებაა რეგულარული კულტურული და ჰუმანიტარული გაცვლის შენარჩუნება.
საგარეო უწყება განმარტას, რომ 2017 წლიდან ყაზახეთმა ცალმხრივად შემოიღო უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს მოქალაქისთვის, რათა ბიზნეს თანამშრომლობა, ტურიზმი და ადამიანების კონტაქტები განავითარონ.