„მოლდოვა და აშშ ხელს მოაწერენ „ღია ცის“ შეთანხმებას, რომელიც შექმნის პირობებს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დასაწყებად. ამის შესახებ ურკაინული მედიის ცნობით, კიშინოვში აშშ-ის საელჩოში აცხადებენ.
შეთანხმებას ხელს 18 მაისს მოაწერენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მენეჯმენტისა და რესურსების საკითხებში, რიჩარდ ვერმა და მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრი, ლილია დაბიჟა.
„შეთანხმების ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს ქვეყანაში საჰაერო მომსახურების ბაზრის გახსნას და კიშინოვის საერთაშორისო აეროპორტიდან მიმართულებების დივერსიფიკაციას, რაც დადებითად აისახება დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებაზე, ასევე, ქვეყნებს შორის საინვესტიციო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე.
გარდა ამისა, შეერთებულ შტატებთან ღია საავიაციო სივრცის შექმნა, მოლდოვას ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს“, - წერს მედია.