ბოლო დღეებში უკრაინელმა ჯარებმა აღმოსავლეთ ქალაქ ბახმუტის გარშემო, დაახლოებით, 20 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნეს. ქალაქში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
„ბოლო რამდენიმე დღეში ჩვენმა ჯარებმა გაათავისუფლეს დაახლოებით 20 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია ბახმუტის გარეუბანში, ჩრდილოეთითა და სამხრეთით. ამავდროულად, მტერი გარკვეულწილად წინ მიიწევს თავად ქალაქ ბახმუტში და მთლიანად ანადგურებს ქალაქს არტილერიით“, – წერს ჰანა მალიარი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, მტერს აქვს უპირატესობა პერსონალის და იარაღის რაოდენობით. ამასთან, უკრაინელი სამხედროების მოქმედებების შედეგად, მტრის ძალები გასული ზაფხულიდან ბახმუტის რაიონში გეგმების განხორციელებას ვერ ახერხებენ.