გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინელ სამხედროებს ბოლო სამი კვირის განმავლობაში კიდევ 34 პიკაპი გადასცა, - RBC-Ukraine-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის საელჩო Twitter-ზე წერს.
„მობილურობა მნიშვნელოვანი ფაქტორია უკრაინის თავდაცვისუნარიანობისა და სტაბილურობისთვის. უკრაინის უსაფრთხოების ძალების გასაძლიერებლად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასული სამი კვირის განმავლობაში კიდევ 34 პიკაპი გამოყო", - აცხადებენ საელჩოში.
14 მაისს, გერმანიამ უკრაინისთვის 2,7 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.