უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შეტევითი პოტენციალი სრულიად ამოწურულია.
მისივე შეფასებით, თავდაცვითი შესაძლებლობები კვლავ ძლიერია.
„ის [შეტევითი პოტენციალი] სრულიად ამოწურულია, მათ ახლა დაცვისთვის აქვთ სერიოზული პოტენციალი. ეშელონირებული, სწორი, ძლიერი დაცვა ააშენეს. მაგრამ ეს უკვე ის რუსული არმია აღარ არის, რომელსაც სერიოზული შეტევითი ოპერაციების ჩატარება შეეძლო”, - განაცხადა ბუდანოვმა.
ბუდანოვის თქმით, რუსეთის დაჯგუფება, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ქმედებებში იღებს უშუალო მონაწილეობას, სამხედროების დაახლოებით 370 000, ეროვნული გვარდიის 20 000 და გასამხედროებული ფორმირებების 7 000 ადამიანს ითვლის.