გერმანული HENSOLDT-ი კიევს საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, კიდევ ექვს TRML-4D მაღალი ხარისხის რადარს მიაწვდის.
ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახურში იტყობინება.
100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების შეკვეთის ფარგლებში, რადარები უკრაინას მიეწოდება წლის მეორე ნახევარში, მანამდე კი, უკრაინელი ოპერატორებს მოამზადებენ. მწარმოებელს უკრაინისთვის ასეთი ტიპის რამდენიმე რადარი უკვე მიწოდებული აქვს.