Wondernet Express Investment Group-ის მხარდაჭერით, ლენტეხში ფესტივალი - ,,Svanseti Lentekhi 2023'' ჩატარდა

13 მაისს, Wondernet Express Investment Group-ის მხარდაჭერით, მუსიკის, ხელოვნებისა და კულინარიის ფესტივალი - ,,Svanseti Lentekhi 2023'' გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თემები - ჩოლური, ლენტეხი, ხელედი, რცხმელური, ხოფური, ჩიხარეში და ჟახუნდერი, რომლებმაც საკუთარი მხარის სახასიათო კულინარიული და რეწვის ნიმუშები წარმოადგინეს. ფესტივალი ასევე მოიცავდა ლიტერატურას, პოეზიას, ფოლკლორს, განსაკუთრებით, სვანურ ფოლკლორს.

მუსიკალურ და ლიტერატურულ ნაწილს მოიცავდა: ნიაზ დიასამიძე და 33ა - მიჟე ნარი; KORDZ - ლაშხეთი; მწვანე ოთახი - ლაგუშედა; სუხიშვილები - ლილე; სალიო. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება სვანურ, ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებთან კოლაბორაციით ჩატარდა.

ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართა ინკლუზიური თეატრი „კონტაქტი“-ს წარდგინება - დაჯილდოება.

ლიტერატურულ ნაწილს დავით ტურაშვილი და რატი ამაღლობელი უძღვებოდნენ.

წამყვანმა და დამსწრე საზოგადოებამ განსაკუთრებულად აღნიშნეს და პატივი მიაგეს ლეგენდარულ ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას, მის როლსა და მნიშვნელობას ქართული ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარიზაციის საქმეში.

დიდი მაესტროს ხსოვნის საპატივცემულოდ, ფესტივალის სახელით, სიმბოლური ჯილდო გადაეცა მის მეუღლეს, ქალბატონ ლალი სეთურიძე-ერქომაიშვილს, რომელმაც თავის ემოციურ სიტყვაში, ისაუბრა ბატონი ანზორის განსაკუთრებულ სიყვარულზე, სვანეთის და სვანური ფოლკლორის მიმართ.

გულწრფელი მადლიერება გამოხატა ფესტივალის იდეის ავტორის, ფინანსური მხარდამჭერის, ბიზნესმენ და მეცენატ დიმიტრი აბდუშელიშვილის მიმართ. ფესტივალის ორგანიზატორები იმედს გამოთქვამენ, რომ ფესტივალი ,,სვანსეტი ლენტეხი 2023'' თავის წვლილს შეიტანს ლენტეხის განვითარების საქმეში, უკეთ წარმოაჩენს მის ტურისტულ, გასტრონომიულ, სპორტულ, ლიტერატურულ თუ ფოლკლორის კუთხით არსებულ რესურსს, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ,,სვანსეტი ლენტეხი 2023''.