ბელგია მზადაა, უკრაინელ პილოტებს ამერიკულ F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე წვრთნები ჩაუტაროს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, F-16 ტიპის თვითმფრინავების საკითხი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელგიისა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრებთან, ალექსანდრ დე კროოსა და მარკ რუტესთან შეხვედრებზე განიხილა.
„თვის დასაწყისში ჰააგაში გამართულ სამიტზე, F-16-ების საკითხი ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დროს განიხილეს. ვთქვით, რომ მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება არ შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია პილოტების მომზადება", - ციტირებს თავის მხრივ, ბელგიური გამოცემა პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
" ჩვენ გვჭირდება საბრძოლო თვითმფრინავები და მადლობას ვუხდით მოკავშირეებს ამ მიმართულებით მუშაობისთვის. კერძოდ, ბელგიამაც დაადასტურა მზადყოფნა პილოტების მომზადებისთვის", - წერს ამასთან უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრი ერმაკი სოციალურ ქსელში.