უკრაინის წინააღმდეგობა რუსული აგრესიისადმი მნიშვნელოვანი გაკვეთილი გახდა ტაივანისთვის, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია, უფრო მცირე ჯარებს წარმატებით დაიცვან თავი უფრო დიდი ძალისგან.
უკრაიული მედიის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სამშაბათს, 16 მაისს, სენატი მოსმენაზე განაცხადა.
„ერთ-ერთი ასეთი გაკვეთილი არის ის, რომ ასიმეტრიული შესაძლებლობებითა და ასიმეტრიული ტაქტიკითა და ტექნიკით, მცირე ძალებს შეუძლიათ, მართლაც კარგი სამუშაო გასწიონ უფრო დიდი ძალებისგან თავის დასაცავად“, - განაცხადა ოსტინმა.
უკრაინული მედიის თანახმად, ოსტინმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა ტაივანს ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს, როგორც ეს გაკეთდა უკრაინასთან.