ბლინკენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი, უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადონ

სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი, უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადონ.
"არასოდეს აპირებთ რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადებას", - ჰკითხა მას სენატში გამართულ მოსმენაზე სენატორმა ლინდსი გრემმა.
"არასოდეს თქვა - არასოდეს“, - უპასუხა ბლინკენმა.
უკრაინა რუსეთს ტერორისტ სახელმწიფოდ მოიხსენიებს მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალები საცხოვრებელ კორპუსებსა და ასევე, სხვა დაწესებულებებს ბომბავენ, რასაც მშვიდიბიანი მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება. რუსეთმა გასული წლის თებერვალში დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი და დღემდე აგრძელებს სამხედრო აგრესიას.