საფრანგეთის მთავრობამ 7 მილიონი ევრო გამოყო მარიუპოლის მცხოვრებლებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ ქალაქი რუსული ოკუპაციის გამო. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
თანხები პროგრამის - „მე ვარ მარიუპოლი“ პროგრამის ფარგლებში გამოიყოფა.
შედეგად, დნიპროპეტროვსკის ოლქში, მარიუპოლის მცხოვრებთათვის დამატებით, 333 ბინა იქნება უზრუნველყოფილი.