„ჩვენ კარგად გვახსოვს ის სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც რუსეთთან გვქონდა 2008 წელს. ჩვენ ძალიან დიდი დანაკლასი გვქონდა ადამიანების სიცოცხლის და 20 პროცენტი ტერიტორიების დაკარგვის კუთხით. ჩვენ, ქართველებმა კარგად ვიცით, რა ფასი აქვს ომს და რა ფასი აქვს მშვიდობას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტზე, რეიკიავიკში.
მისი თქმით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
ღარიბაშვილის განცხადებით, დღევანდელი სამყარო იცვლება, წესრიგი იცვლება და ამ სირთულეებიდან გამოსავალი მარტო შეიძლება, ვერცერთმა ქვეყანამ ვერ იპოვოს, ამიტომ, საჭიროა ერთობლიობა და ერთად ყოფნა.
„ძალიან ვამაყობ, რომ ვიღებ მონაწილეობას ევროსაბჭოს სახელმწიფოსა და მთავრობების მეთაურთა მეოთხე სამიტში. მინდა, მადლობა გადავუხადო მასპინძელ ქვეყანას ასეთი შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებისთვის. მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენ ერთგული ვართ ადამიანის უფლებების, დემოკრატიის ფუძემდებლური უფლებების.
დღეს ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით, რომელიც გულისხმობს უკრაინაში რუსეთის აგრესიას, რომელიც არღვევს გაეროს, ჰელსინკის და სხვა დეკლარაციებს.
საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ჩვენ კარგად გვახსოვს ის სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც რუსეთთან გვქონდა 2008 წელს. ჩვენ ძალიან დიდი დანაკლასი გვქონდა ადამიანების სიცოცხლის და 20 პროცენტი ტერიტორიების დაკარგვის კუთხით. ჩვენ, ქართველებმა კარგად ვიცით, რა ფასი აქვს ომს და რა ფასი აქვს მშვიდობას.
მას შემდეგ, რაც დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა და რამოდენიმე ომი გავიარეთ, ჩვენ ვაცნობიერებთ, რა შედეგი მოაქვს ომს და ამიტომ მეტად ვაფასებთ მშვიდობას. ჩვენი მთავრობა, რაც იმყოფება ხელისუფლებაში, ყველაფერს აკეთებს, რათა უწყვეტი მშვიდობა არსებობდეს ქვეყანაში. დღევანდელი სამყარო იცვლება, წესრიგი იცვლება და ამ სირთულეებიდან გამოსავალი მარტო ვერც ერთმა ქვეყანამ შეიძლება ვერ იპოვოს.
ამიტომ გვჭირდება ერთობლიობა და ერთად ყოფნა. ერთად ყოფნით შევძლებთ ამ მიზნების დაკმაყოფილებას. მეგობრებო, ბოლო წლებში დემოკრატიებმა ბევრი გამოწვევა იწვნიეს. აი, ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველო მტკიცე და მედეგია. ჩვენი მთავრობა ერთგულია იმ ვალდებულებებისადმი და იმ ძირეული ფასეულობებისადმი, რომლებიც გულისხმობს თანაბარუფლებიანობას, ადამიანის უფლებებს, სამართლის უზენაესობას, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში. ეს ჩვენი მრავალმიზნობრივი და მრავალასპექტიანი მიდგომა გულისხმობს სასამართლო სისტემის, საარჩევნო სისტემის, თავისაფული გამოხატვის უფლების უზრუნველყოფას, მდგრადობას და პროგნოზირებადობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.