უმკაცრესადვგმობთ რუსეთის მიერ წარმოებულ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ასეთი საქციელი ნორმა ვერ გახდება. რუსეთის მოქმედებები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ვალდებულებებს, მან უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა რეიკიავიკში, ევროპის საბჭოს სამიტზე.
მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა უზრუნველყოს ყოვლისმომცველი პასუხისმგებლობის დაკისრება რუსეთზე.
„ეს გულისხმობს პასუხისმგებლობის დაკისრებას, როგორც საერთაშორისო ნორმების დამრღვევისთვის. ეს ნიშნავს ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას ყველაზე სერიოზული დანაშაულებისთვის, რომელიც საერთაშორისო შეშფოთების მიზეზია“, - განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.