აშშ უკრაინისთვის $60 მილიარდის დახმარების პაკეტს ამზადებს - უკრაინული მედია

აშშ უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის გამოცხადებას გეგმავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის მოლაპარაკებებში აშშ-ის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა ოდესაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„შემოდგომაზე ჩვენ გამოვაცხადებთ დახმარების კიდევ ერთ პაკეტს, რომელიც მხარს დაუჭერს უკრაინას 2024 წლის განმავლობაში. ჩვენ ახლა განვიხილავთ ამ 60 მილიარდი დოლარის პაკეტს, რომელიც, ვფიქრობ, სექტემბერში განხორციელდება. პაკეტის შეთანხმება დაგეგმილია აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე", - განაცხადა კურტ ვოლკერმა.

მანამდე ვოლკერმა განაცხადა, რომ თანხები, რომლებიც უკრაინის რეკონსტრუქციას მოხმარდება, სპეციალურად შექმნილ საინვესტიციო ფონდს უნდა გადაეცეს. მისი აზრით, აუცილებელია, შეიქმნას სპეციალური აღმასრულებელი ორგანო, რომელიც დაარეგულირებს უკრაინის აღდგენის პროცესს. ექსპერტების აზრით, უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის პროცესი 2026 წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს.