ოკუპირებულ ყირიმში, სარკინიგზო მონაკვეთზე აფეთქების შემდეგ, ხუთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა - მედია

მედიის ცნობით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლსა და სიმფეროპოლს შორის მონაკვეთზე, რკინიგზაზე აფეთქება მოხდა. შედეგად, ლიანდაგზე მყოფი სატვირთო მატარებლის ხუთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა. ამის შესახებ უკრაინული მედია რუსულ ტელეგრამ არხებზე დაყრდნობი წერს.

აფეთქებას მსხვერპლი არ ყოფილა, თუმცა თვითმხილველების თქმით, ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მეზობელ სოფლებშიც ისმოდა.

სიმფეროპოლსა და სევასტოპოლს შორის მონაკვეთზე მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია.

ინციდენთი გამთენიისას მოხდა.

ერთ-ერთი წყაროს თანახმად, სავარაუდო თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა სიმფეროპოლის მახლობლად, ლიანდაგის ქვეშ იყო დამონტაჟებული.

რუსული პროპაგანდისტული არხები ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ მომხდარის მიზეზები დგინდება.