უკრაინელები ვიშივანკას დღეს აღნიშნავენ

დღეს, მაისის მესამე ხუთშაბათს, უკრაინელები ტრადიციულად აღნიშნავენ ვიშივანკას დღეს. ამასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის Facebook-ზე ინფორმაცია შესაბამის ფოტოსთან ეთრთად გავრცელდა. ზელენსკის თქმით, 79 წლის წინ, ამ დღეს საბჭოთა ხელისუფლებამ ყირიმელი თათრების დეპორტაცია დაიწყო.

„დღეს მე სპეციალურ სამოსს ვატარებ ნაქარგებითა და ორნამენტებით, რომლებიც სიმბოლოა უკრაინელი და ყირიმელი თათრების ერთიანობისა. ეს არის სიმბოლოები ჩვენი ძალისა და ჩვენს სახლში ცხოვრების სურვილისა.

შეიძლება, წლევანდელი ვიშივანკას დღე, უკრაინაში იყოს შეხსენება იმისა, თუ რისი გადატანა მოუწია ჩვენს ხალხს და რამდენად ძლიერია ჩვენი კულტურა. მარადიული ხსოვნა ყველა ჩვენს ხალხს, ვისაც სიცოცხლე წაართვეს ტოტალიტარულმა რეჟიმებმა! ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ხალხს, მათ ძალას და კულტურას! - წერია ზელენსკის სახელით გავრცელებულ პოსტში.

ამ დღეს ტრადიციულად იმართება საინტერესო ონლაინ კონკურსები, როგორიცაა, „საუკეთესო ვიშივანკა“ ან „საუკეთესო ფოტო“ ნაქარგ პერანგში. ნაქარგების ფოტოებს ინტერნეტში აქვეყნებენ არამხოლოდ უკრაინის მცხოვრებლები, საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელები.

ინფორმაციისთვის, ვიშივანკა არის უკრაინული ტრადიციული სამოსი უნიკალური ნაქარგებით.