ნორვეგიამ დაახლოებით, 130 მილიონი ევრო გამოყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ოპერაციების მხარდასაჭერად უკრაინაში ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას EBRD-მა გაავრცელა.
2022 წელს EBRD-მა უკრაინის მხარდასაჭერად 1,7 მილიარდი ევრო გამოყო.
მან ასევე მოახდინა 200 მილიონი ევროს მობილიზება უშუალოდ პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტებიდან.