სტეფანჩუკი ნორვეგიაში: უკრაინას მალე NASAMS-ის ტიპის მეტი სარაკეტო სისტემა ექნება

უკრაინას მალე ექნება მეტი ნორვეგიული სარაკეტო სისტემა (NASAMS), რათა ქვეყანამ დაიცვას თავი და ჩამოაგდოს ყველაფერი, რასაც რუსეთი უკრაინის მშვიდობიან დასახლებებს დაუმიზნებს.

შესაბამისი განცხადება უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა ნორვეგიაში NASAMS-ის საწარმოში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მწარმოებლებთან ისაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაზრდილ მიწოდებაზე.