ნორვეგია უკრაინას დაახლოებით, 8 მრავალჯერად სარაკეტო სისტემას (MLRS) და სამ საარტილერიო რადარს მიაწვდის. ამის შესახებ ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ბიორნ არილდ გრამმა 18 მაისს განაცხადა.
მობილური სარადარო სისტემა Arthur-ი, რომელიც ნორვეგიამ და შვედეთმა ერთობლივად შეიმუშავეს, მტრის საველე არტილერიის აღმოსაჩენად და მისი განადგურების მიზნით არის შექმნილი.
გრამმა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივან, ბენ უოლესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინას ეს დახმარება, დიდ ბრიტანეთთან კოორდინაციით მიეწოდება.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ნორვეგიამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის 300 მილიონი დოლარი გამოყო.