რუსეთის ძალები კიევს „კამიკაძე-დრონებით“ დაესხნენ თავს, უკრაინელებმა ყველა დრონი გაანადგურეს - უკრაინა

კიევის მიმართულებით ირანული Shahed-ის „კამიკაძე-დრონებით“ დრონები გაუშვეს, თუმცა, უკრაინის საჰაერო ძალებმა დედაქალაქთან მიახლოებისას ყველა მათგანი გაანადგურეს.

„ყველა საჰაერო სამიზნე, რომელიც კიევის მიმართულებით მოძრაობდა, ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს. მადლობა ცის დამცველებს შესანიშნავი მუშაობისთვის!" - ნათქვამია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მისივე თანახმად, რუსულმა ძალებმა, მაისის დასაწყისიდან კიევზე მეათე თავდასხმა განახორციელეს.

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული და რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმები ისმოდა.