დიდი ბრიტანეთი რუსული ალმასის, სპილენძის, ალუმინისა და ნიკელის იმპორტს აკრძალავს

გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს, რომელიც რუსული ალმასის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.

პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ სანქციების ახალი პაკეტის თანახმად, ასევე აიკრძალება რუსული წარმოშობის სპილენძის, ალუმინისა და ნიკელის იმპორტიც.

გაერთიანებული სამეფო, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის პრეზიდენტსა და მის მხარდამჭერებზე ზეწოლის განხორციელების მიზნით, ამზადებს ახალ ინდივიდუალურ სანქციებს 86 ფიზიკური პირისა და კომპანიის წინააღმდეგ.