უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ „გაყინული კონფლიქტების“ იდეა არცერთ ოფისში არ განიხილება. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
„გაყინული კონფლიქტების“ ნებისმიერი იდეა, რომელიც პერიოდულად ისმის მედიაში, არის ფიქცია, ფსევდოანალიტიკური პროდუქტი და რუსული დიპლომატიის ლობირების ძალისხმევის ფოკუსში“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
მისი თქმით, ყველა მოთამაშემ კარგად იცის რუსეთის ფედერაციისა და პუტინის ელიტის შეზღუდული რესურსი და დრო.
„ამიტომ, უკრაინის გზა უცვლელია“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
ამერიკული მედიის თანახმად, შეერთებული შტატების ოფიციალური პირები გეგმავენ ნაბიჯებს იმ მზარდი შესაძლებლობის გათვალისწინებით, თუ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ გადავა „გაყინული კონფლიქტის" მდგომარეობაში და მრავალი წლის, შესაძლოა ათწლეულების განმავლობაშიც გაგრძელდეს. Politico ხუთშაბათს, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ეს სიტუაცია შეიძლება, აღმოჩნდეს მსგავსი იმისა, რაც კორეის ნახევარკუნძულზე სუფევს.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ კიევსა და მოსკოვს შორის დიალოგის ერთადერთი საწყისი წერტილი უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანაა.