უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ არავინ უნდა შევიდეს შეცდომაში, როცა რუსეთი მშვიდობაზე დაიწყებს საუბარს, რადგან მას უბრალოდ დრო სჭირდება ახალი გეგმებისთვის.
ამის შესახებ მან PISM Strategic Ark-ის მეორე კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვაში განაცხადა.
„ჩვენ არ გვაქვს შეცდომის უფლება, როდესაც რუსეთი იწყებს აქტიურ ლაპარაკს მშვიდობისა და დიპლომატიის შესახებ. რუსეთი შეშფოთებულია არა სისხლისღვრის დასასრულით, არამედ, ფულისა და რესურსების დასასრულით", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთს სჭირდება დრო ახალი რაკეტებისთვის, ახალი გეგმისთვის, ახალი თავდასხმისთვის, ვიდრე მშვიდობისთვის.
„ეს არის რუსული პოლიტიკის ფორმულა. ის საუკუნეების განმავლობაში უცვლელია", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, 21-ე საუკუნე უკანასკნელი უნდა იყოს რუსეთის ამ პოლიტიკისთვის და უკრაინის მშვიდობის ფორმულა შეიცავს მექანიზმებს ამის რეალიზებისთვის და უსაფრთხოების გარანტიებისთვის, რათა ეს აღარ განმეორდეს.
მისი თქმით, საერთაშორისო ტრიბუნალისა და ყველა რუსი ომის დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის გარეშე, ის ძალიან მალე დაბრუნდება.