ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად იაპონიაში ჩავა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად იაპონიაში გაემგზავრება. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა მედიას განუცხადა, რომ იქ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყდება და, შესაბამისად, პრეზიდენტის ყოფნა აბსოლუტურად აუცილებელია უკრაინის ინტერესების დასაცავად.

„დიდი შვიდეულის“ სამიტი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში დღეს იწყება.

შეხვედრის დროს, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, აშშ-ის, კანადისა და იაპონიის ლიდერები უკრაინაში მიმდინარე კრიზისს და მისი მშვიდობიანად მოგვარების გზებს განიხილავენ.