უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა წუხანდელი თავდასხმისთვის რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს.
საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა ჩრდილოეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებებიდან უკრაინას შეუტია 22 უპილოტო საფრენი აპარატით (Shahed-136/131), ხოლო შავ ზღვაში დისლოცირებული გემებიდან - 6 ფრთოსანი რაკეტით „კალიბრი“.
სარდლობის თანახმად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 16 დრონი და 3 რაკეტა.