„ფოლკსვაგენმა“ რუსეთი დატოვა

გერმანულმა საავტომობილო კონცერნმა „ფოლკსვაგენმა“, დაადასტურა, რომ რუსეთიდა სრულად გავიდა.

რუსეთის ქალაქ კალუგაში მოქმედი ქარხანა ადგილობრივმა ინვესტორმა იყიდა.

„ფოლკსვაგენის“ ქარხანა შეისყიდა სავაჭრო ჯგუფმა Avilon-მა, რომელმაც რუსეთის ყველა ფილიალის წილებიც გადაიბარა.

„ფოლკსვაგენმა“ უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში განაცხადა, რომ რუსეთში საწარმოო პროცესს აჩერებდა.