რას გულისხმობს აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციები

აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების ფარგლებში, 71 კომპანიას შეზღუდვები დაუწესა.

Reuters-ის ცნობით, მათ შორის არიან რუსული და ბელორუსული კომპანიები.

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებაში წერია, რომ ექსპორტის კონტროლის ახალი ზომები ეხება ნავთობისა და ბუნებრივი აირის პროექტებს რუსეთსა და ბელარუსში. შავ სიაში ასევე შეიყვანეს თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების მწარმოებელი კომპანიები, ასევე, დენთის, ტრაქტორებისა და საავტომობილო ქარხნები.

შეგახსენებთ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებაზე, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები იაპონიაში მიმდინარე სამიტზე შეთანხმდნენ.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შავ სიაში მოხვდა ერთი სომხური და ერთი ყირგიზული კომპანიაც.