ერმაკი: ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს უახლოეს დღეებში შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინის ლიდერი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უახლოეს დღეებში შეხვდება.

ანდრი ერმაკის თქმით, ზელენსკისა და ბაიდენის შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად განიხილება აშშ-ის მიერ „თვითმფრინავების კოალიციის“ მხარდაჭერის საკითხიც.

„უკრაინას ძალიან მალე ყველაფერი ექნება, რათა ჩვენი ცა დაიცვას,” - განაცხადა ანდრი ერმაკმა.

შეგახსენებთ, იაპონიაში, ჰიროსიმაში იმართება „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერთა სამიტი, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკისაც ელოდებიან.