კანადაში, ალბერტის პროვინციაში, ტყის მასშტაბური ხანძარია. ცეცხლის ქრობის პროცესში დაახლოებით 2 700 მეხანძრე, მათ შორის ამერიკელი და კანადელი მაშველები და კანადის სამხედრო პერსონალია ჩართული.
კანადის ხელისუფლებამ მოსახლეობა მომდევნო დღეების განმავლობაში ცხელი და მშრალი ამინდის გამო, ცეცხლის ახალი კერების გაჩენის საშიშროების შესახებ გააფრთხილა.
ალბერტის პროვინციის დაახლოებით ათი ათასი მცხოვრები სახლებიდან ევაკუირებულია, ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოების გამო.