უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ “დიდი შვიდეულის” ქვეყნების ლიდერებთან გამართული შეხვედრების შემდეგ ვიდეომიმართვაში, ახალი ნაბიჯები დააანონსა.
უკრაინის პრეზიდენტმა ამავე მიმართვაში ისაუბრა სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან შეხვედრებზე, კერძოდ იტალიის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან და გერმანიის კანცლერთან მოლაპარაკებებზე.
„იაპონიაში “შვიდეულის” სამიტამდე შეხვედრებისა და მოლაპარაკებების პირველი დღეა. პოზიციების კოორდინაციას ვახდენთ პარტნიორებთან, ახალ ნაბიჯებს ვამზადებთ.
თავდაცვა: იარაღი, საჰაერო თავდაცვის სისტემები, ავიაგამანადგურებლები - რაც შეიძლება მეტ ქვეყანას და ლიდერს ვიყოლიებთ გვერდით უკრაინისთვის. მშვიდობის ფორმულა. უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიანი პროგრამები, ფინანსები და ეკონომიკა”, - განაცხადა ზელენსკიმ.