რომის პაპმა ფრანცისკემ, უკრაინაში სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელად კარდინალი ზუპი დანიშნა. უკრაინული მედიის ცნობით, წმიდა საყდრის პრესსამსახურმა დაადასტურა ეს ინფორმაციას 20 მაისს, რითაც ხაზი გაუსვა რომის პაპის ვალდებულებას რეგიონში დაძაბულობის შემსუბუქებისკენ.
„რომის პაპმა ფრანცისკემ კარდინალ მატეო ზუპის მიანდო მისიის ხელმძღვანელობა, სახელმწიფო სამდივნოსთან შეთანხმებით, რომელიც ხელს უწყობს უკრაინის კონფლიქტში დაძაბულობის განმუხტვას, იმ იმედით, რომ ამით შეიძლება, დაისახოს მშვიდობის გზები, რაც არასოდეს მიუტოვებიათ წმინდა მამებს“.
„ვატიკანი მიზნად ისახავს, გამოიყენოს კარდინალ ზუპის დიპლომატიური უნარები, რათა ხელი შეუწყოს დაძაბულობის დეესკალაციას და გზა გახსნას უკრაინაში გრძელვადიანი გადაწყვეტისკენ“, - წერს უკრაინული მედია.
პრეზიდენტ ზელენსკის 13 მაისს, იტალიაში ვიზიტის დროს, ვატიკანში 40 წუთის განმავლობაში ესაუბრა რომის პაპი ფრანცისკე, ზელენსკი პირველად შეხვდა რომის პაპს 2020 წლის შემდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, რომის პაპმა ფრანცისკემ ზელენსკის ზეთისხილის რტოს პატარა ქანდაკება აჩუქა, რომელიც მშვიდობის სიმბოლოა.