აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას, უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა. ლიდერების მოლაპარაკებები ჰიროსიმაში, დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში გაიმართა.
მისი განცხადებით, პაკეტი შეიცავს მეტ საბრძოლო მასალას, არტილერიას, მანქანებს და სხვა სახის დახმარებას, რაც უკრაინელებს ბრძოლის ველზე გააძლიერებს.
ჯო ბაიდენის თქმით, აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველყოფას.
ახალი პაკეტის ღირებულება $375 მილიონს შეადგენს.