Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის ქონება წელს, დაახლოებით 44 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც ყველაზე შედეგიანი მაჩვენებელია „ბლუმბერგის“ მილიარდერთა სიაში. მისი წმინდა ქონება 89,9 მილიარდ დოლარამდე ავიდა.
პარასკევს, Bloomberg News-მა დაწერა, რომ Meta-ს Instagram პლატფორმა მომდევნო თვეში, ქსელში Twitter-ის კონკურენტის გაშვებას გეგმავს. 
აპლიკაცია ამჟამად ტესტირებას გადის. 
 
                                 
                             
                                                                
                         
                                 
                                 
                                 
                                 
                                