უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბახმუტი რუსეთს არ დაუკავებია და უკრაინული ჯარები ქალაქში რჩებიან. მის კომენტარს უკრაინული მედია ავრცელებს.
მისი თქმით, ყველა სამხედრო მოსამსახურემ იცის, როგორ მოიქცეს და ხელი შეუშალოს მტრის მიერ ხალხის ტყვეობაში ჩაგდებას.
„დღეის მდგომარეობით, ბახმუტი რუსეთის ფედერაციის მიერ არ არის ოკუპირებული. ამ სიტყვების ორი ან სამი ინტერპრეტაცია არ არსებობს“, - განუცხადა ჟურნალისტებს იაპონიაში ვიზიტად მყოფმა ზელენსკიმ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს განაცხადა, რომ მათი ქვედანაყოფები ბახმუტში არიან და ისინი აგრძელებენ რამდენიმე შენობის დაკავებას ქალაქში.