უკრაინის სახმელეთო ჯარების მესამე თავდასხმის ბრიგადამ, ბახმუტის მახლობლად, მტერს 700 მეტრით უკან დაახევინა.
ამის შესახებ ბრიგადის პრესსამსახური იტყობინება.
აღნიშნულია, რომ უკრაინული ძალების მიერ ადრე აღებული პოზიციების დაბრუნების მცდელობისას რუსული 72-ე ბრიგადის შენაერთები განადგურდა.
„მხოლოდ გუშინდელი ბრძოლების დროს ლიკვიდირებულია 23 დამპყრობელი, ხოლო 40-ზე მეტი დაიჭრა. ასევე განადგურდა მტრის სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ტანკები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.