NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ, უკრაინაში რუსეთის დანაშაულები გენოციდად აღიარა

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები უკრაინის წინააღმდეგ, გენოციდად აღიარა, – ამის შესახებ საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა, იგორ ჩერნევმა განაცხადა. ​დოკუმენტი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ასევე, უკრაინის აღდგენის „მარშალის გეგმას““.

ჩერნევის თქმით, ლუქსემბურგში NATO-ს სესიაზე მიიღეს დეკლარაცია, რომლითაც NATO-ს ქვეყნების პარლამენტარების ერთსულოვანი მხარდაჭერა არსებობს საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის საკითხსა და უკრაინის დახმარებაზე გამარჯვებამდე და გამარჯვების შემდეგ.

„ლუქსემბურგში ასამბლეის სესიაზე ჩვენ მივაღწიეთ, რომ მიგვეღო უკიდურესად ძლიერი დეკლარაცია, რომელსაც ექნება შორს მიმავალი პოლიტიკური შედეგები“, – აღნიშნა იგორ ჩერნევმა.

ასამბლეამ მოუწოდა თავისი ქვეყნების წარმომადგენლებს, ვილნიუსის სამიტზე ღიად დაუჭირონ მხარი უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხს და შეთანხმდნენ ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების შემდგომ კონკრეტულ ნაბიჯებზე.