ლაშა ხუციშვილი: ვიდრე ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხის განხილვა დღის წესრიგშიც ვერ დადგებოდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ვიდრე ქვეყნის 20% ოკუპირებულია, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხის განხილვა დღის წესრიგშიც კი ვერ დადგებოდა.

მინისტრმა უპასუხა შეკითხვას, განიხილება თუ არა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.

„ბუნებრივია, ვიდრე ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, ამ საკითხის [რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა] განხილვა დღის წესრიგშიც ვერ დადგებოდა, შესაბამისად, ეს შეკითხვა არ არის რელევანტური დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.